თურქეთი გაერო-ში ინიციატივებს წარადგენს, რათა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს სამარცხვინო გადაწყვეტილება გააუქმოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„მტკიცედ ვართ განწყობილი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში. ჩვენ ჩამოვრეცხავთ მათ ჭუჭყს, ვინც საერთაშორისო სამართალს არღვევს. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა გავაუქმოთ ეს უკანონო გადაწყვეტილება, ჯერ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ხოლო შემდეგ კი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში.
მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან ამგვარ ორმაგ სტანდარტებს და უსამართლობას. ამჟამად, მსოფლიოს 137 ქვეყანა აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ და ღმერთის წყალობით, ეს რიცხვი გაიზრდება ჩვენი ძალისხმევით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
კომენტარები