გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ იერუსალიმის სტატუსის გარშემო შექმნილ სიტუაციას განიხილავს. გავრცელდა რეზოლუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქის ამჟამინდელი სტატუსის ცვლილება უკანონოდ ცხადდება.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პალესტინის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი გაერო-ს უშიშროების საბჭოში ეგვიპტურმა დელეგაციამ შეიტანა. დოკუმენტის თანახმად, „ნებისმიერ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს, რომლებიც წმინდა ქალაქ იერუსალიმის ხასიათის, სტატუსისა და დემოგრაფიული შემადგენლობის ცვლილებას ითვალისწინებს, არ გააჩნია იურიდიული ძალა, არის უკანონო და უნდა გაუქმდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად“.
კომენტარები