ისრაელის მთავრობას ტერორისტების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონის მიღება სურს. შესაბამისი კანონპროექტი გუშინ შეთანხმდა სამთავრობო კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის.
ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
„კანონი ძალიან მარტივი და ძალიან მკაფიო უნდა იყოს: ტერორისტი, რომელიც უდანაშაულო ხალხს კლავს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის პარტიის „ჩვენი სახლი ისრაელის“ განცხადებაში.
საკანონმდებლო ინიციატივის ასამოქმედებლად მისი პარლამენტში ოთხი მოსმენით მიღებაა საჭირო.
კომენტარები