ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. შენობის ჰოლში ის ჟურნალისტებს გაესაუბრა, მაგრამ დაკითხვაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა.
„სააკაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ჩაშალა. ის გენერალური პროკურატურის სამსახურებრივ კაბინეტში იყო გამოძახებული, მაგრამ მხოლოდ საგამშვებო პუნქტზე მივიდა, შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უარი თქვა“, – განაცხადა ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში პროკურორმა ალექსანდრე გოვორუშჩაკმა.
კომენტარები