2018 წლის მეორე ნახევრიდან, საუდის არაბეთი ტურისტული ვიზების გაცემას დაიწყებს, ამის შესახებ ინფორმაციას პრინცი ბინ სალმანი აცხადებს.
„ჩვენ ახლა ვადგენთ წესებს, თუ როგორ უნდა მიიღონ ვიზა მსოფლიოს მოქალაქეებმა“, _ განაცხადა ტურისტული და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის თავმჯდომარემ.
ტურისტული სექტორის ზრდასთან დაკავშირებული ნაბიჯი საუდის არაბეთისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა, პრინცი ბინ სალმანი ცდილობს, რადიკალურად შეცვალოს ნავთობზე დამოკიდებული სამეზობლო და თავისი ულტრა-კონსერვატიული იმიჯი შეინარჩუნოს, ინფორმაციას გამოცემა „thenews.com.pk“ ავრცელებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, სამეფომ ერთ-ერთი მკაცრი წესი დაარღვია – გაიხსნა კინოთეატრი, სადაც მომავალი წლის ივნისიდან არაბი ქალებიც დაიშვებიან.
კომენტარები