კატალონიაში, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მას შემდეგ დანიშნა, რაც ავტონომიის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა.
პარლამენტში 135 ადგილისთვის ორმოცამდე პოლიტიკური პარტია და გაერთიანება იბრძვის.
რიგი პოლიტიკური პარტიები მხარს უჭერენ ესპანეთისგან გამოყოფას, ხოლო ნაწილი ამის წინააღმდეგია.
კომენტარები