უკრაინის სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით განხილვა 3 იანვრისთვის გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლომ მიიღო.
„მოსამართლეების მიმართ პრეტენზიები არ მაქვს. მათ მასალები არ გადაცეს. რატომ არ გადასცეს მასალები? 3 იანვარს ყველა ისვენებს, სძინავს. მსოფლიო არ აკვირდება მოვლენებს. ისინი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორიც უნდათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები