მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში ბრიტანელი ისტორიის მასწავლებელი დააკავეს. ტვირთის შემოწმებისას 46 წლის ქალს ხელყუმბარა აღმოუჩინეს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მულიაჟი, რომელიც ქალს, სახელად ჯულის თავის მოსწავლეებთან მიჰქონდა, რუსეთის დედაქალაქის ერთ ჩვეულებრივ ბაზრობაზე შეიძინა.
გამოკითხვის შემდეგ ბრიტანელს სახლში წასვლის უფლება მისცეს, მულიაჟი კი სამართალდამცველებმა დაიტოვეს.
კომენტარები