ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი დარწმუნებულია, რომ თურქეთი, ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებული კურსის გამო, ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ამის შესახებ გამოცემა Bild am Sonntag იუწყება.
„ამ ქვეყანაში ვაწყდებით სერიოზულ დარღვევებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში. მე ვერ მივიღებ იმას, რასაც ევროკაშირი აკვირდება და ისეთ პოზიციას იკავებს, თითქოს არაფერი ხდება. ჩემი აზრით, თურქეთს, ბოლო წლების პოლიტიკით, ადგილი არ აქვს ევროკავშირში. სამართლიანი იქნებოდა შეწყვეტილიყო მოლაპარაკებები მისი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა კურცმა.
კომენტარები