უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი არსენი იაცენიუკი ჟენევის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა პრეს–მდივანმა ოლგა ლაპომ დაწერა.
„რაც არ უნდა აბსურდული იყოს რუსი გამომძიებლების ბრალდებები, მათ რეალური შედეგები აქვთ, – წერს ლაპო. – არსენი იაცენიუკი, რომელიც ჟენევაში თავის უმცროს ქალიშვილთან ერთად ჩაფრინდა, საპრასპორტო კონტროლზე რუსეთის მოთხოვნით დააკავეს – საქმე ეხება იმ აბსურდულ ბრალდებებს, თითქოს ის ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა“.
კომენტარები