როდესაც პირმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთი სერიოზული დაზიანებები მიაყენა ადამიანებს და ის თავისუფლდება გირაოთი, მე ვფიქრობ, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, – ამის შესახებ პარლამენტის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ დაკავებულის გირაოთი გამოშვება კითხვებს აჩენს.
„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ის საქმეა, რომელიც მართლმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს. ანუ, მსგავსი შემთხვევა, როდესაც პირმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთი სერიოზული დაზიანებები მიაყენა ადამიანებს და ის თავისუფლდება გირაოთი, მე ვფიქრობ, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათ შორის, ჩემთვისაც და მგონია, რომ მართლმსაჯულების სისტემას ამით სერიოზული ზიანი ადგება. ასე რომ, მათ ადგილზე, უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი მსგავს შემთხვევებზე სასჯელის გამოყენებას თუ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრეს.
„ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს“, – აცხადებენ შსს-ში.
ბრალდებული სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, რასაც ბრალდების მხარე ასაჩივრებს.
თამარ ჩუგოშვილი – მართლმსაჯულების სისტემას ამით სერიოზული ზიანი ადგება
2018/01/16 17:50:30
კომენტარები
ნანახია: 1206 ჯერ