ტელეკომპანია ,,იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახტანგ ხუზმიაშვილი ეკრანს უბრუნდება. გადაცემა სახელწოდებით ,,თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად” ყოველ ორშაბათს საღამოს 20:00-ზე გავა ეთერში.
“პრაიმტაიმს” ინფორმაციას თავად ვახტანგ ხუზმიაშვილიც უდასტურებს. ასევე საღამოს 20:00-ზე, სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, პოლიტიკურ თოქ-შოუს ჟურნალისტი ნინო გომართელი წაიყვანს.
,,ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე და ვინაიდან ვარ საინფორმაციო სამსახურის უფროსიც გადაწყდა, რომ გადაცემას მხოლოდ ორშაბათობით წავიყვან და დანარჩენ დღეებში ჩემი კოლეგა ნინო გომართელი”, – განუცხადა ,,პრაიმტაიმს” ვახტანგ ხუზმიაშვილმა.
კომენტარები