თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში გამართულ ლეონიდ დუნაის ხსნოვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი გეგელაშვილი (51), ბაგრატ გაგნიძე (71 კგ), გიორგი ჩანქსელიანი (80 კგ) და სოლომონ მანაშვილი (110 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალი ლუკა ჩხიტუნიძეს (51 კგ) გადაეცა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები ჯონი ცხადაიამ (45 კგ), შამილ გაჯიევმა (48 კგ), დავით აბდალაძემ (55 კგ) და ლუკა მარიამიძემ (71 კგ), დაიკავეს.
გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.
კომენტარები