მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ოთარ აბესაძემ, რომელმაც საპატიმრო 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დატოვა, პატიმრობის პერიოდში, 34 კილო დაიკლო – ამის შესახებ ოთარ აბესაძის მამა მამუკა აბესაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
მისივე თქმით, მის შვილს ბავშვობიდანვე დახურული სივრცის შიში ჰქონდა და ლიფტით არადსდროს უსარგებლია.
გამოცემასთან ინტერვიუში ირკვევა, რომ ოთარ აბასაძე წარსულში, 2007 წელს, როგორც მიტინგების აქტიური მონაწილე, სამართალდაცავებმა დააკავეს, მეორედ კი 2011 წლის 26 მაისს დააკავეს. მაშინ საქმეს პროკურატურა იძიებდა და ოთარ აბესაძის მშობლები პროკურატურის შენობასთან „ათენებდნენ“.
როგორც მამუკა აბესაძე აცხადებს, მას შვილისთვის არაერთხელ მიუმართავს, რომ პოლიტიკას ჩამოშორებოდა, მაგრამ შვილი მამას არ უჯერებდა. მშობლების დიდი სურვილი იყო, რომ ოთარ აბესაძეს საქმიანობად არა პოლიტიკა, არამედ მეცნიერება აერჩია და ხარისხი დაეცვა.
მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის მშობლები, მამუკა და ნინო აბესაძეები გამოცემასთან იმ პერიოდზე საუბრობენ, როდესაც მათი შვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
„28 წლის განმავლობაში ერთხელაც არ უსარგებლია ლიფტით. ბავშვობიდანვე ჰქონდა დახურული სივრცის შიში. პირველი ფსიქოლოგიური დარტყმა მაშინ მიიღო, როდესაც უცებ დახურულ სივრცეში აღმოჩნდა. მას დაემატა ნერვიულობა, სტრესი და მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა. ციხიდან 34 კილოთი ნაკლები გამოვიდა. 12 ივლისს, გამთენისას დამირეკეს და მითხრეს, თქვენი შვილი ქრთამის აღების ფაქტზე არის დაკავებულიო. ამის შემდეგ, ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა ოთოს ჯანმრთელობაა. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რა მოხდა. ფაქტია, რომ ოთოს მანქანაში 3000 დოლარი აღმოაჩინეს. ის აგენტიც მეცოდება, ვინც ეს გადაიღო. ვეჭვობ, რომ თავისი სურვილით არ მოქმედებდა“ – აცხადებს მამუკა აბესაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“.
ამჟამად, მამას მიაჩნია, რომ ოთარ აბესაძეს ვიღაცამ „გაუჩალიჩა“ და ეს პოლიტიკის ნაწილია.
„ცდუნებას უნდა გაუძლო! ვინ და რატომ იყო დაინტერსებული ოთოსთვის მახე დაეგო, ეს უკვე პოლიტიკის ნაწილია და სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს, ვიცოდე. ოჯახიდან ერთადაერთი იყო ოთო, ვინც პოლიტიკაში გახლდათ ჩართული. ერთი-ორჯერ მოვსინჯე – მე მაინც მითხარი, რა მოხდა მეთქი, მაგრამ ჩემმა შეკითხვამ იმდენად გააღიზიანა, საუბარი აღარ მიცდია. ძალიან ბევრ რაღაცას საკმაოდ ახალგაზრდამ თავისით მიაღწია. ძნელია საკუთარ შვილზე ისაუბრო“ – ამბობს მამუკა აბესაძე.
მისი თქმით, მის შვილს ოჯახში ყველაზე დიდი ხელფასი ჰქონდა. ამათან, იგი ამბობს, რომ მდიდრებიც არადროს ყოფილან და შვილის ქმედებას განსხვავებული ინტერპრეტაციით ხსნის.
„ყველაზე დიდი ხელფასი ოჯახში ოთოს შემოჰქონდა, წესით, არ უნდა დასჭირვებოდა 3 ათასი დოლარის გამო თავისი კარიერა სასწორზე დაედო. ალბათ, რაღაც ეშმაკი დააჯდა მხრებზე და ძალით გააკეთებინა. ჩემზე მეტად გული არავის სტკივა. მაგრამ ასე ვფიქრობ. ყოველთვის ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი შვილი მყავს! დაე, იმან გამკიცხოს, ვისაც ცხოვრებაში შეცდომა არადროს მოსვლია. რაც მთავარია, მას ეს გაცნობიერებული აქვს. მე ახლაც ვამაყობ ოთოთი. მან შეძლო და ბოდიში მოიხადა! დიახ, ადამიანი ინანიებს. ამასაც ვაჟკაცობა უნდა. ოთო გაჭირვებაში გვყავს გაზრდილი. მან შიმშილისა და უფულობის ფასიც კარგად იცის და ყველაზე ძალიან სწორად ის აშფოთებდა, როგორ გამზარდეთო“ – ამბობს მამუკა აბესაძე.
ამავე ინტერვიუში ოთარ აბესაძის დედა ამბობს, როდესაც მისი შვილი დააკავეს, თავად გერმანიაში სამეცნიერო მივლინებაში იყო, მაგრამ მივლინება ბოლომდე დაასრულა. ნინო აბესაძის ინფორმაციით, ოთარ აბესაძეს პირველი ქორწინებიდან 8 წლის გოგონა ჰყავს, რომელსაც ატყუებდნენ, რომ მამა ამერიკაში იყო დროებით წასული.
მისივე თქმით, ოთარ აბესაძე საპატიმროში უკვე მეორედ, დეა აფციაურზე დაქორწინდა. მათ ერთმანეთი ერთი წლის განმავლობაში უყვარდათ.
„ციხიდან რომ გამოვიდა, პირველი ეს მითხრა – სულ იმას ვფიქრობდი, დედა თუ მაპატიებსო“ – ამბობს ნინო აბესაძე.
ოთარ აბესაძის მამა – ყოველთვის ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი შვილი მყავს, მე ახლაც ვამაყობ ოთოთი
2018/01/22 19:47:19
კომენტარები
ნანახია: 1692 ჯერ