გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, “პრაიიტაიმთან” საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით უკრაინაში ექსპრეზიდენტის პოლიტიკური ავანტიურის დაწყებას შეუწყო ხელი.
„მარგველაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიშას ხელ-ფეხი გახსნოდა უკრაინაში პოლიტიკური ავანტიურის წამოსაწყებად და ამ მიზნით ჩამოართვა მას საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მიშას სჭირდებოდა ასე – დაენახებინა უკრაინელებისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი სამშობლო – უკრაინა აქვს.
ვალდებულება გააჩნია სააკაშვილთან, მიშას კონტროლის ქვეშაა და მოსწონს თუ არ არა, იძულებულია მისი მითითებები და დავალებები შეასრულოს“,- აღნიშნავს ლაშა ნაცვლიშვილი.
წყარო:პრაიმტაიმი
კომენტარები