აკაკი ბართაიას, რომელიც ახლა თქვენს გადაცემაში სტუმრად იმყოფება, ხელყუმბარა მე ჩავუდე, – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ზაზა ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამას ვაღიარებ. მან ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რაშიც ვეთანხმები. ბართაია არის ის ადამიანი, ვისაც მე ხელყუმბარა ჩავუდე. როცა ეს ახალგაზრდა ძირს იწვა და წამოაყენეს, მას ეს ხელყუმბარა ჩამოუვარდა. მე მიქაძეს ვუთხარი, რომ უკვე ყველაფერი მაინც გაყალბებულია, ხელყუმბარა ჩადებულია და საქმე დამთავრებულია, მიწიდან ამოიღეთ და მოწმეებით გაამაგრეთ მეთქი. წადი და ამის შესახებ ხელმძღვანელობას და ადეიშვილს ელაპარაკეო, მიპასუხა. განაწყენებულზე ხელყუმბარას ხელი მოვკიდე და ბართაიას ჩავუდე“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ყველა განკარგულებას ზურაბ მიქაძე იძლეოდა და შემთხვევის ადგილზე იარაღები არაყიშვილის ქუჩიდან, ვაკე–საბურთალოს მაშინდელი სამმართველოდან თავისი სამსახურეობრივი მანქანით სწორედ მან მიიტანა.