თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მოკლული გუშინ, გამთენიისას იპოვეს. გუშინვე მისი მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.
პროკურორის ინფორმაციით დაკავებულმა 21 წლის ანა ნაცვლიშვილს ყელის არეში მიაყენა ჭრილობები. გარდაცვლილის შვიდი ჭრილობა აქვს მიყენებული. ბრალდების მტკიცებით, ლადო გრიგალაშვილი მკვლელობის კვალის დაფარვის მიზნით თავად მივიდა მოკლული გოგოს მამასთან და მისი გაუჩინარების შესახებ აცნობა. ის გარდაცვლილის მშობლებთან ერთად ჩაერთო გოგონას ძებნაში.
პროკურორის ინფორმაციით ბრალდებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებულია ნივთმტკიცებად მკვლელობის იარაღი-დანა. ასევე, საქმეში დევს მობილური ტელეფონიდან გამავალი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.