„ხვალ ვიწყებთ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. უკვე ყველაფერი მზადაა სამუშაოების საწარმოებლად. შეგახსენებთ, ეს ის ადგილია, რომელიც ერთგვარ სიმბოლოდ იქცა თბილისზე მოამაგე ადამიანებისთვის, ისინი წლებია ინარჩუნებდნენ ამ მოედანს და იცავდნენ მას. მე წინაასაარჩევნოდ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ- თბილისი, რომელიც ჩენი საერთო სახლია, არის პოლიტიკის მიღმა და მის სამსახურში ერთმანეთს გვერდით უნდა ამოვუდგეთ. ყველას, ვინც ზრუნავდა ამ კონკრეტული მოედნის შენარჩუნებაზე, მათ შორის „ტფილისის ჰამქარი“, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, მხატვრები, მწერლები, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები, ყველას, ვინც ერთხელ მაინც შეწუხებულა და დაინტერესეულა ამ მოედნის ბედით, ხვალ 14:00 საათზე ვიწვევთ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების პერეზენტაციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია. ჩვენ დაახლოებით 500 მილიონის დახარჯვას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რათა შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რაც ამ ქალაქს გააჩნია. გელოდებით ხვალ, მობრძანდით, ერთად დავიწყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება,“– აცხადებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში.
კომენტარები