თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარია და ამის გამო, “თერგის” ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ბაზრობაზე ხანძრის ლოკალიზებას 35-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.
ხანძარი “თერგის” ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული შენობის მეორე სართულზეა გავრცელებული. მოვაჭრეთა ნაწილი, ცდილობს საკუტარი ნივთების გამოტანას, რადგან მათ ეშინიათ, ცეცხლი სხვა ტერიტორიაზეც არ გავრცელდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერბით უცნობია. ცნობილი,ა რომ სავარაუდოდ 2ათას კვ.მ-ზე მეტი ფართია დამწვარი,. დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
დიდუბეში თერგის ბაზრობა იწვის
კომენტარები