პირველ არხზე გადაცემა, ახალი კვირა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტზეც ისაუბრა: გიორგი გახარია:
„პირველ რიგში, მე მინდა გითხრათ, რომ შს სამინისტროში ამ საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გადაცემულია სასამართლოსთვის, შესაბამისად იქ დადასტურდება, გამყარდება ან გაჩნდება ახალი კომპონენტები. ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ რომ ეს საქმე არის გახსნილი და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა დავემორჩლოთ, თუმცა ერთმინშვნელოვნად და ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ვერავინ ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ამ საქმეში, როგორი მაღალი დონის ჩინოსანი არ უნდა იყოს პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. რამეთუ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი საზოგადოებისთვის ჩვენი ქალაქისთვის და ბოლოს და ბოლოს ეს ეხება ასევე არასრულწლოვნებს, სადაც ჩვენ კატეგორიულად, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ მარლთსმაჯულება უნდა იყოს ტრანსფარენტული, ღია და ძალზედ მკაცრი.