საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 29:9 დაამარცხა. შეხვედრა კრასნოდარში, საქართველოს დროით, 16:00 საათზე დაიწყო.
“ბორჯღალოსნები” რუსეთს შეცვლილი შემადგენლობით ესტუმრნენ. წელს მოედანზე პირველად ითამაშა გამოცდილმა ფულბეკმა, მერაბ კვირიკაშვილმა, რომლისთვისაც ეს 109-ე სანაკრებო თამაში იყო.
კომენტარები