დედოფლისწყაროში მწყემსებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა. 43 წლის მამაკაცს საკუთარმა თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მარჯვენა მხარის არეში მიაყენა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში მოათავსა.
ეჭვმიტანილის ვინაობადა დგენილია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს. იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
კომენტარები