თბილისში, ვერაზე მკვლელობა მოხდა. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მას ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.
მეზობლების განცხადებით, მკვლელობა სავარაუდოდ გამთენიისას მოხდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და მისი ცხედარი ნათესავმა იპოვა.
კომენტარები