ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს. დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი ცივი იარაღით, ერთი კი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი.
გამოძიება 19/109 – მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კომენტარები