თურქეთის მთავრობა მზად არის, რუსეთს 2015 წლის ნოემბერში ჩამოგდებული თვითმფრინავის სანაცვლოდ ზარალი აუნაზღაუროს. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა თურქული ტელეკომპანიის TRT-ს ეთერში განაცხადა.
ამას გარდა, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” თურქეთის პრემიერ-მინისტრი წერს, რომ შესაძლოა, მიმდინარე კვირას რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგეს.
27 ივნისს ცნბილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერს წერილი გაუგზავნა, სადაც სუ-24-ის ჩამოგდებისთვის ბოდიშს იხდის.
“მსურს კიდევ ერთხელ გამოვთქვა მწუხარება და მივუსამძიმრო გარდაცვლილი რუსი მფრინავის ოჯახს და ვთქვა – გვაპატიეთ. მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს. რუსი მფრინავის ოჯახს ჩვენ თურქულ ოჯახად აღვიქვამთ“, – ნათქვამია ერდოღანის წერილში.
თურქეთი მზად არის, რუსეთს ზარალი აუნაზღაუროს
2016/06/28 13:05:45
ნანახია: 1971 ჯერ