საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლიტვა 4:0 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებმა პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ქართველმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგის კარში ოთხი გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს.
პირველი ტაიმის მე–15 წუთზე გოლი გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა. 23–ე წუთზე მეტოქის კარში ბურთის გატანა გიორგი ქვილითაიამ ოთარ კაკაბაძის კარგი გადაცემის შემდეგ შეძლო. თამაშის 30–ე წუთზე გიორგი ქვილითაიას წაქცევის გამო, მსაჯმა ლიტვის ნაკრების კარში 11 მეტრიანი დანიშნა, რის შედეგადაც 32–ე წუთზე ბურთი ვატო ყაზაიშვილმა გაიტანა.
40–ე წუთზე კი მეტოქის კარში კიდევ ერთი ბურთი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.
დღეს, საქართველო-ლიტვის საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. სტადიონის ტრიბუნაზე გამოკრული იყო პლაკატი წარწერით: „გმირები მუდამ ცოცხლობენ – არჩილ ტატუნაშვილი“.