მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს თავს დაესხა, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ბრალდებულს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რის შემდეგაც იგი დაკითხეს.
სამართალდამცველები გუშინ ღამით გაესაუბრენ დაზარალებულ 13 წლის მოზარდს, რომელმაც პოლიციას მომხდარის დეტალები უამბო, ასევე გამოიკითხნენ მოზარდის მეზობლები, რომლებიც შემთხვევის თვითმხილველები არიან.
თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში 28 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე არასრულწლოვან ბიჭს თავს დაესხა. მოზარდს ტვინის შერყევა და თვალები აქვს დაზიანებული. არსებული ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა, საქართველოში იმავე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა, სადაც დაზარალებული.
კომენტარები