დღეს ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ორი სპეცოპერაციის შესახებ გახდა ცნობილი. ერთ შემთხვევაში დაკავებულია ყაზახეთის მოქალაქე, რომელსაც ქვეყანაში ერთი კილოგრამი კოკაინი შემოჰქონდა.
მეორე შემთხვევაში კი – ეროვნებით ქართველი გერმანიის მოქალაქე, რომლის ნაქირავებ ბინაში მდებარე სეიფში დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება იპოვეს.
როგორც აღმოჩნდა, მის წინააღმდეგ ჩვენება ერთ-ერთმა მეგობარმა მისცა.
კომენტარები