სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში აფეთქების შედეგად, ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია 20-ზე მეტი და დაშავებულია 100-მდე ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის უმსხვილეს აეროპორტში თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო რეისების მეორე ტერმინალის შესასვლელთან აიფეთქა თავი. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან უცხოელები, ასევე ბავშვები.
ათათურქის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.
თურქეთის ხელისუფლებამ მედიას აეროპრტში მოხმდარი ტერაქტების გაშუქება აუკრძალა.
ამასთან, აშშ-მა თურქეთის მიმართულებით ყველა რეისის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
კომენტარები