საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, თურქეთის ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და ამ დროისთვის დაცულ ზონაში იმყოფებიან.
„გარდა იმისა, რომ თურქეთში საქართველოს კონსულთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ცოტა ხნის წინ ჩემი ნაცნობი შემეხმიანა და მითხრა, რომ დაცულ ზონაში, ჯანმრთლად და კარგად არიან. ბუნებრივია, აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მათ გაიგეს აფეთქების ხმა, თუმცა შემთხვევა კონტროლის გავლის ზონიდან მოცილებულ ადგილზე მოხდა. ჩვენი მოქალაქეები, როგორც გითხარით, კარგად არიან, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, ჯერჯერობით გასვლა-გამოსვლა შეზღუდულია“, – განაცხადა დავით ჯალაღანია.
კომენტარები