ეროვნული კინოცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული მსახიობის – ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო და მსახიობის რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე ავადმყოფობის შედეგად, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1941 წელს მან ითამაშა კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“.განსაკუთრებული აღიარება მსახიობს მოუტანა ფილმებმა:
„ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „მაია წყნეთელი“, „შეხვედრა მთაში“.
კომენტარები