ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე გახმაურებული ამერიკული სერიალის „სამშობლოს“ Homeland-ის მეშვიდე სეზონში ითამაშებს. ინფორმაციას უკვე გამოქვეყნებული სერიალის IMDB-გვერდი ავრცელებს.
გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს.
პირველად მერაბ ნინიძის პერსონაჟი მეშვიდე სეზონის მეცხრე სერიის ეპიზოდში გამოჩნდა, მხოლოდ მისი ხმა ისმოდა, თავად მსახიობს კი მაყურებელი მეთერთმეტე სერიაში იხილავს.
მეთერთმეტე სერიაში მერაბ ნინიძე რუსი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის, მიროვის როლს შეასრულებს, რომელიც საიდუმლო ოპერაციის ხელმძღვანელია.
„სამშობლო“ წარმატებული ამერიკული ტელესერიალია და მაყურებელთა უდიდესი რაოდენობა ჰყავს მთელ მსოფლიოში.
კომენტარები