თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ირაკლი ფიფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ფიფიამ აღნიშნა, პაციენტს ჭრილობები, სავარაუდოდ, საფანტის იარაღით გულ-მკერდის, მუცლისა და მარცხენა მხრის არეში ჰქონდა მიყენებული.
„ჭრილობა იყო შემავალი გულ-მკერდსა და მუცლის ღრუში. სასწრაფო წესით გაუკეთდა ოპერაცია. პაციენტი ოპერაციის შემდეგ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, – განცხადა ირაკლი ფიფიამ.
შეგახსენებთ, რომ ფანასკერტელის ქუჩაზე 45 წლამდე მამაკაცი გუშინ, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ფანასკერტელის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
2018/04/12 12:23:36

ნანახია: 1021 ჯერ