ავსტრიაში საქართველოს ორი, 26 და 27 წლის მოქალაქე დააკავეს. მათ 11 მაღაზიის გაქურდვა ედებათ ბრალად.
ბრალდებულები, ძირითადად, ტანსაცმლისა და ელექტროტექნიკის მაღაზიებს ქურდავდნენ.
პოლიციამ მათი დაკავება ლინცში შეძლო. ისინი მართავდნენ ავტომობილს, რომელსაც ყალბი გერმანული სანომრე ნიშანი ჰქონდა.
კომენტარები