შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორის მოადგილემ მაია გიორგაძემ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს – ელიზაბეტ რუდს „112“-ის თბილისის ცენტრში უმასპინძლა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს დირექტორი – მაიკლ მაკმენი, კოორდინატორთან ერთად, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს დირექტორი – ჯენერ ედელმანი.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარების და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.
„112“-ის წარმომადგენლები მათ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკაზეც ესაუბრნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.