ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.
შსს-ს ცნობით, ვეფხია ბაქრაძეს ბრალი წარედგინება სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს.
აქამდე ბრალდებულის მიმართ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით იყო აღძრული და საქმე გადაკვალიფიცირდა.
ვეფხია ბაქრაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. აღნიშნულის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი.
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა შაბათს თელეთში დააკავეს.