თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით მიერ გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებით ჩანს, რომ საგანგაშო რიცხვზეა საუბარი:
„შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რაც მიიღეს იმ მომენტში პოლიციელებმა, იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საშუალებას. ეს არის ფაქტი. რაც შეეხება შსს-ის პასუხისმგებლობას, ჩვენ არასოდეს და არცერთი სიტყვით არ მოგვიხდენია პასუხისმგებლობის პერსონალიზირება ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის პრობლემები და ამ მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც გარკვეული ფუნქცია ჰქონდა და ამაზე მივანიშნეთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.