არ ვიცი რა ცვლილებები განხორციელდება მთავრობაში უახლოეს პერიოდში, ვინაიდან ეს თავიდან ბოლომდე პრემიერის პრეროგატივაა, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ინფორმაციას მთავრობაში შესაძლო ცვლილებების შესახებ. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი შესაძლოა, ირაკლი სესიაშვილმა შეცვალოს.
”თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე ვარ მთავრობის წევრი, მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა და თითოეული ამ ცვლილების მიზანი იყო, რომ მთავრობას უფრო ეფექტურად ემუშავა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კომენტარები