“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციები 23 აპრილს ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართება, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ბათუმში კონფერენცია 12.00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ოზურგეთში კი 14.00 საათზე, ურეკის კულტურის სახლში გაიმართება.
კომენტარები