საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს სწორედ რუსეთი ახორციელებს, ამიტომ, ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უკანონობასთან, ჩვენი მოსახლეობის მიმართ, არის სწორედ რუსეთი პასუხისმგებელი და შესაბამისად, ჩვენ ამ კომუნიკაციაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობიან ურთიერთობაზეა ორიენტირებული, თუმცა, ამასთან ერთად, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების და განსაკუთრებით, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული, იქნება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ურყევი, პრინციპული და შეუპოვარი,“ – აცხადებს მინისტრი.
კომენტარები