„შალვა რომ არა, ვნახავდი რომელიმე წუმპეში“…
„ჰმ..შეიძლება ვინანო, მაგრამ რომ არ დავწერო არ შემიძლია!“ – ამბობს ხატია ეკიზაშვილი და „სარკეში“ გამოქვეყნებულ ილო ბეროშვილის ინტერვიუს შემდეგი პოსტით ეხმაურება.
ხატია ეკიზაშვილი: „ეს მართლა ბონძღი! შალვა რომ არა, ვნახავდი რომელიმე წუმპეში. ნეტა ამას რომ წაიკითხავს ის ხალხი ვინც თვითმხილველია და ზუსტად იციან ეს რა მდგომარეობაში იყო, რა სიტუაციებში დადგომია შალვა გვერდში ( ნარკოლოგიურში მიყვანებიდან დაწყებული GDS-დან გამოგდებულის დაბრუნებით დამთავრებული…) არ გაუტყდებათ? (არ დავთაგავ, დამატებითი უხერხულობა რომ არ შევუქმნა)… ან ნეტა მამამისმა თუ წაიკითხა ეს კომენტარი? მამამისმა, ქე რო მადლობებს უხდიდა შალვას, შვილი გადამირჩიენო… მაპატიეთ უნდა წავიდე… გული მერევა“.
ილო ბეროშვილი შოუსა და რამიშვილზე
„რაც მოხდა, ცალსახად ძალიან ცუდია. შალვა წასვლის შემდეგ არც მინახავს. მას არ აქვს უფლება დარეკოს და რაიმე შენიშვნა მოგვცეს. შეიძლება მეგობრულად ვინმეს უთხრას, წარმატებებს გისურვებო, მაგრამ ასეთი კეთილგანწყობილი შეძახილები მისგან არ გვქონია. მასთან გარკვეულ დავალიანებებზე ვისაუბრე.
შალვასთან მეგობრული ურთიერთობა არ მაქვს, როცა შალვას და თათიას ინციდენტი მოხდა ორივეს დავურეკე და ჩემი დასკვნა გავაკეთე თუმცა ამის გასაჯაროების დრო ჯერ არ არის. ბიძია მილიციონერბმა მასწავლეს, რომ ბევრი არ უნდა ვილაპარაკო. რაც შეეხება შოუს ის ჩემთვის ახლა უფრო კარგია ვიდრე იყო “.
„ტეხავს, უსინდისობა, დაუნახაობა და უმადურობაა“ – ასე აფასებს მკითხველი ილო ბერიშვილის მიერ სარკეში გაკეთებულ კომენტარს. „ახლა არ მოგწონს შალვა რამიშვილი? რავიცი რავიცი ეგ კაცი რომ არა იქნებოდა თუარა ილო ახლა იმ შოუს წამყვანი ცოტა საეჭვოა“…
“ეს მართლა ბონძღი! შალვა რომ არა, ვნახავდი რომელიმე წუმპეში”
2016/06/30 15:58:26
კომენტარები
ნანახია: 2526 ჯერ