ქართული ოცნების შეხვედრა, რომელიც 19 აპრილს უნდა გამართულიყო, დღეს პარტიის ოფისში შედგება. უმრავლესობის სხდომას, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს პარტიაში დაუდასტურეს.
„ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველო“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელები საპარლამენტო უმრავლესობის ვიცე-სპიკერატის, ფრაქციების წარმომადგენლებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვედებიან.
შეხვედრის მთავარი თემა პარტიული დისციპლინა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის ბოლო დროს გაჟღერებული ურთიერთბრალდებებია.
კომენტარები