საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა.
„როგორც ერთი დღე მეორე დღეს არ ჰგავს, ასე იქნება ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის რანგში დაბრუნება.
ისე, როგორც აქამდე იყო, ვერ გაგრძელდება. მე ამას ვუყურებ ახალი იდეის, ახალი ხედვის, ახალი შინაარსის ცვლილებას, რომელსაც დიდი ენერგია და ალბათ, ახალი განმახორციელებლები სჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დეპუტატის თქმით, თუკი რაიმე არ გამოვიდა, უნდა მოხდეს ახსნა და გაკეთდეს ანალიზი, თუ რატომ მოხდა ასე.
პარტია „ქართულ ოცნებაში“ მოსალოდნელ ცვლილებებზე დასმული კითხვის პასუხად პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ცვლილება არის ის, რომ ის, რაც არ ვარგა, აღარ უნდა განმეორდეს“.
კომენტარები