FBI აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და “დემოკრატებიდან” პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ჰილარი კლინტონის დაკითხვას გეგმავს. საქმე ეხება ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას სამსახურეობირივი მიმოწერისას კერძო საფოსტო სერვერის გამოყენების საქმეს.
როგორც გაირკვა, კლინტონი საიდუმლო წერილების გაგზავნისას , პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველი წერილების შენახვა და მათი გაგზავნა კერძო სერვერით უსაფრთხოების წესების დარღვევას წარმოადგენს.
თავად კლინტონმა პირადი პოსტის გამოყენება აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ ეს უბრალოდ შეცდომით მოხდა და გამიზნული ქმედება არ ყოფილა.
უცნობია, როდის დაკითხავენ ყოფილ სახელმწიფო მდივანს.
კომენტარები