დღეს ვარ საოკუპაციო ხაზთან, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია 2008 წლის მოვლენები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.
ადგილზე არსებული ვითარება ამერიკელ სტუმარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააცნეს.
“ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ ძალიან გვაღელვებს იმ ქართველების უსაფრთხოების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ აქ, ამ ხაზის მიღმა. ვგმობთ ნებისმიერ იმ ქმედებას, რაც ეხება საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, წამებას, მკვლელობას და ვუსამძიმრებთ ამ ადამიანების ოჯახებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, წაიღოს უკან ამ რეგიონების აღიარება და ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ მიმოსვლას აღნიშნულ რეგიონებში. შეერთებული შტატები არის ერთგული საქართველოსი და მისი უსაფრთხოების და ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობისგან, პარლამენტისგან და ხალხისგან, რომ აჩვენონ ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი და იყოს წარმატებული დემორკატიული ქვეყანა”,- განაცხადა უეს მიტჩელმა.
“დღეს ვარ საოკუპაციო ხაზთან, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია 2008 წლის მოვლენები”
2018/05/01 12:40:35
ნანახია: 917 ჯერ