მომღერალი თამარ ჭოხონელიძე სულხან მოლაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“გული მომიკვდა! ნახეთ რას ამბობს სულხანი! ვინ განახორციელებინა ეს გეგმები?! მოსპეს კაცი და ბოლომდე გაანადგურეს! აი ვინ ვართ!
ნეტავ რა ნამუსით დადიან მისი მტრები?!.. ან საკუთარ შვილებს თვალებში როგორ უყურებენ?! საქართველოს ხომ მოუკლეს ღირსეული კაცი! მაგრამ შვილებს მამა მოუკლეს!… დიდი ხანია უკვე!
ახლა კარგად ხომ ხართ ნამუსგარეცხილებო?! რამე ხომ არ შეცვლილა თქვენთან?! თუმცა რა უნდა შეცვლილიყო?! თქვენ ხომ ამით მხოლოდ ბედნიერები იყავით და ხართ?! რა წინაპარი გყავთ ასეთი ცოდვიანი?! თუმცა ჩვენი ისტორია ამის არაერთ მაგალითს ინახავს… და აბა სად წავიდოდა ეს ცოდვიანი სისხლი?! თქვენში ტრიალებს და მართლა ვაი იმ საქართველოს,სადაც ჯერ კიდევ ასეთი ასპარეზი გაქვთ სათარეშოდ!”, – წერს თამარ ჭოხონელიძე.