ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„დღეს ისე გამიხარდა ,,ოქროს ფრთის” აღება, როგორც არასდროს გამხარებია არც ერთიპრიზი… ახლა დავწერ რატომაც-მე ხომ ავიღე ეს ჯილდო „ტვ პირველიდან” ლევან ჩხაიძემაიღო ,,მაესტროდან” და ტელეკომპანია ,,იბერიას,, დამფუძნებელმა, სადაც ჩემი ყოფილიპროდუსერები არიან მთავარი გამწევი ძალა. მოკლედ, ყველა ეს ადამიანი ერთად ვიყავით ,,რეაქციის” გუნდი, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს ,,იმედი“, როცა ,, რეაქცია“დაიხურა. ხოდა მე ვარ დღეს სამმაგად ბედნიერი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამაგარი გუნდი აკეთებდა ,,რეაქციას” სამმაგად კი არა, სამასმაგად ბედნიერი ვიყავი, როცაასე სხვადასხვა ტელევიზიაში გადანაწილებულ ჩემს ერთგულ მეგობრებს და კოლეგებსვუყურებდი და მახსენდებოდა, როგორ გადამატანინეს ამ ადამიანებმა ჩემი ცხოვრებისყველაზე მძიმე სექტემბერი, როცა ,,იმედმა” გამომაპანღურა. დედამიწაზე ყველა ჯილდოსიმსახურებენ ეს ადამიანები,უმაგრესი პროფესიონალები.
პ.ს. დღევანდელმა დაჯილდოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამხელა უსამართლობა იყო ,,რეაქციის” დახურვა”, – წერს ინგა გრიგოლია.