საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად ითხოვენ გერმანიაში თავშესაფარს და ეს ტენდენცია კლებადია. ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ხულორდავას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით გერმანიასთან თანამშრომლობს.
“ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ორმხრივი თანამშრომლობა გერმანიასთან და ამ ურთიერთობის შედეგად, უკვე ვხედავთ, რომ ის ტენდენცია არის შეცვლილი – ანუ ზრდის ტენდენცია არის შეცვლილი კლების ტენდენციით. იმედი მაქვს, რომ ეს ასე დარჩება, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური რეპუტაციისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რომ გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სახით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
გერმანული გამოცემა Dეუტსცჰე ჭელლე-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერს, რომ გერმანიაში მიგრანტების დანაშაულებიდან, 2017 წელს საქართველოს მოქალქეებზე მხოლოდ 2,1% მოდიოდა. ამასთან, გამოცემის ცნობით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებებიდან ქართველებს მხოლოდ 0.7% ეკუთვნით.