“უსკამოდ დარჩენას რაც შეეხება, ის ისედაც გაფუჭებული იყო და მის გამოცვლას ვაპირებდი” – ასე უპასუხა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა ეროვნული გუნდის წევრების მიერ მისი კაბინეტიდან დღეს სკამის გარეთ გამოტანასა და ნაგვის ურნაში ჩაგდებას.
დავით ქევხიშვილმა ეს განაცხადება, გადაცემაში “პირისპირ” გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადადგომას არ აპირებს.
ეროვნულო გუნდის ძიუდოისტებმა დღეს ქევხიშვილს ფედერაციაში კაბინეტის კარი აუჭედეს და მისი კუთვნილი სავარძელი ნაგვის ურნაში ჩააგდეს.
კომენტარები