სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს ჩვენმა ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვა.
ხვალ 6 ივნისს, კიდევ 3 მედლის მოპოვების შანსი გვაქვს, რამაზ ზოიძე (72 კგ) ფინალში გავიდა და თურქ ჩენგიზ არსლანს დაეჭიდება, დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში არიან ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებენ.
ფინალური ბლოკი 6 ივნისს 19:00 საათიდან დაიწყება.
კომენტარები